აქტივისტები "ოცნებას" ცხოველების გენოცდიში ადანაშაულებენ - რა პასუხი აქვს ივანიშვილის გუნდს
თბილისის მერია მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე პროცესებზე აქტივისტების მიმართ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს. მერის, კახა კალაძის შეფასებით, მათი ნაწილი კანონს არღვევს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელდება.
აქტივისტები კი აცხადებენ, რომ თავშესაფარში ცხოველები მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან და მათ დასახმარებლად საკუთარი რესურსებით მოქმედებენ. მათი თქმით, არსებული ვითარება რეალურ პრობლემებს ასახავს, რასაც ხელისუფლება უარყოფს და პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს.
დღეს მუნიციპალურ თავშესაფართან მისულ მოქალაქეებს პოლიცია დახვდა. ცხოველთა მოყვარულები საათობით ელოდნენ, რათა ძაღლების მიკედლების შესაძლებლობა მიეღოთ, თუმცა მიღების დროის ამოწურვამდე თავშესაფრიდან ვერცერთი ცხოველის გამოყვანა ვერ მოხერხდა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.