"საქართველო: წინააღმდეგობის კადრები" - პარიზში ფრანგი ფოტოჟურნალისტის ნამუშევრები გამოიფინება, რომელსაც საქართველოში შემოსვლა აუკრძალეს

03.04.26 22:13
"საქართველო: წინააღმდეგობის კადრები" - პარიზში ფრანგი ფოტოჟურნალისტის ნამუშევრები გამოიფინება, რომელსაც საქართველოში შემოსვლა აუკრძალეს

პარიზში, 10 აპრილს, ფრანგი ფოტოჟურნალისტის ნამუშევრებს გამოფენენ, სახელწოდებით - "საქართველო: წინააღმდეგობის კადრები". ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება

ფრანგი ფოტოჟურნალისტი 2024-2025 წლებში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აქტიურად აშუქებდა. 

2025 წლის 31 მარტს მას საქართველოში შემოსვლა აუკრძალეს და თბილისის აეროპორტიდან დაადეპორტეს. 

ფრანგი დამოუკიდებელი ფოტოჟურნალისტი ჟერომი აქტიურად აშუქებდა 2024 წლის ბოლოს და 2025 წლის დასაწყისში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. 2025 წლის 31 მარტს მას საქართველოში შესვლა აუკრძალეს და თბილისის აეროპორტიდან დაადეპორტეს - რაც მისი დამოუკიდებელი საქმიანობის პირდაპირი შედეგი იყო.

ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე"-მ განაცხადა, რომ ის "ცხადია, საფასურს იხდიდა საპროტესტო აქციებზე გაშუქებისთვის" - აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში. 

პოსტის მიხედვით, გაყიდული ფოტოებიდან თანხა მოძრაობა "სინათლე"ს გადაეცემა, რომელიც დამოუკიდებელი ონლაინმედიებისთვის თანხებს აგროვებს. 

შემოსული თანხები მხარს დაუჭერს sinatle-ს, მოძრაობას, რომელიც დამოუკიდებელი ონლაინ მედიისთვის სახსრებს აგროვებს და ეხმარება,მათ ძირითად საქმიანობას, ფინანსური ზეწოლისა და რისკების მიუხედავად, გაგრძელებაში," - წერია პოსტში.