"[პატრიარქის არჩევაში] შეეცდება ხელისუფლებაც, რომ ჩაერიოს" - თამარ მესხი
"[პატრიარქის არჩევაში] შეეცდება ხელისუფლებაც, რომ ჩაერიოს" - ამის შესახებ პატრიარქ ილია მეორეს თარჯიმანმა, ბიზანტიოლოგმა თამარ მესხმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადება უკვე ჩარევაა - "ფაქტობრივად ორი მღვდელმთავრის წინააღმდეგ განაწყობს საზოგადოებას".
აუცილებლად გამოჩნდება, შეეცდება ხელისუფლებაც, რომ ჩაერიოს, აგერ რუსეთის საგარეო დაზვერვა, უკვე ჩარევა ჰქვია ამას, აბა რა ჰქვია, როდესაც ამას აცხადებს, და ფაქტობრივად ორი მღვდელმთავრის წინააღმდეგ განაწყობს საზოგადოებას, როდესაც ასახელებს ორ მღვდელმთავარს.
საერთოდ არცერთი პატრიარქის არჩევას გარე ძალების გარეშე არ ჩაუვლია, მაგრამ მე ძალიან გული დამწყდა იმაზე, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესია ერევაო.
დიახ დასავლური განწყობების პატრიარქი უნდა შემოვიდეს, მე არ მინდა ისეთი პატრიარქი მოვიდეს, რომელიც ვთქვათ ამ ჩაკეტილ სივრცეზე ილაპარაკებს, რომელიც მორწმუნე საზოგადოებას ფანატიზმით შემოსავს. ფანატიზმი საშინელებაა, მაგას ურწმუნოება ჯობია," - განაცხადა თამარ მესხმა.