როცა პატრიარქობა სიკვდილამდეა და არ არის ასაკით შეზღუდული, პატრიარქობის კანდიდატისთვის ასაკობრივი ზღვარის დადება არაკანონიერად მიმაჩნია - არქიმანდრიტი დოროთე
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სინოდის სხდომას განცხადებით ეხმაურება. სასულიერო პირი სოციალურ ქსელში წერს რომ მისი მოსაზრებით, ასაკობრივი ზღვარის დაწესება პატრიარქობის კანდიდატისთვის არაკანონიერია.
არქიმანდრიტიი სინოდის წევრებს ახსენებს, რომ მათ შეუძლიათ იკონომიიიდან კონკრეტული წესების არ გათვალისწინება.
განგებულების წესებში არსად წერია რომ ცოცხალ პატრიარქს უნდა ყავდეს მოსაყდრე, მაგრამ თუმცა ეს პატრიარქმა არ გაითვალისწინა მისივე საჭიროებიდან გამომდინარე - ვკითხულობთ არქიმანდრიტის განცხადებაში.
სინოდს არ შეუძლია მართვა დებულების ჩასწორება, მაგრამ იკონომიიდან, ანუ განგებულებიდან, საჭიროებიდან გამომდინარე მას შეუძლია მართვა განგების ამა თუ იმ წესის არ გათვალისწინება. მაგალითად განგებულების წესებში არსად წერია , რომ ცოცხალ პატრიარქს ყავდეს მოსაყდრე, თუმცა ეს პატრიარქმა არ გაითვალისწინა მისივე საჭიროებიდან გამომდინარე, მითუმეტეს, რომ რჯულის კანონითაც აკრძალულია.
ასევე პატრიარქობა როცა სიკვდილამდეა და არ არის ასაკით შეზღუდული, პატრიარქობის კანდიდატისთვის ასაკობრივი ზღვარის დადება არაკანონიერად მიმაჩნია", - წერს არქიმანდრიტი.