ასაკის და განათლების საკითხი დებულებასთან არის მიბმული, დებულება კი გარკვეულ ჩარჩოებს ქმნის - მეუფე დოსითეოსი
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოსი ამბობს, რომ პატრიარქობის კანდიდატის ასაკის და თეოლოგიური განათლების შესახებ სინოდის სხდომაზე უნდა ყოფილიყო საუბარი და ამ საკითხმა გაიჟღერა, თუმცა გუშინ სინდომა ყურადღება გაამახვილა პროცედურულ ნაწილზე.
ასაკის და განათლების საკითხი დებულებასთან არის მიბმული, დებულება კი გარკვეულ ჩარჩოებს ქმნის, ამ ჩარჩოების დარღევვა შეუძლებელია - ამბობს მეუფე დოსითეოსი.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ შემოიტანა პროცედურული საკითხები, რომელიც აუცილებლად ითხოვდა ყურადღებას.
გაიჟღერა ამ საკითხმა (ასაკის და განათლების საკითხი), მაგრამ სინდომა ჩათვალა, რომ ახლა მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ, რომ კონცენტრირება იყო საჭირო პროცედურულ ნაწილზე, რადგან ეს საკითხი (ასაკის და განათლების საკითხი) ცოტა არის დებულებასთან მიბმული. დებულება რაღაც გარკვეულ ჩარჩოებს ქმნის. ამ ჩარჩოების დარღევვა შეუძლებელია. შეიძლება, სასურველი იყოს რაღაც ცვლილებები შევიდეს ამ დებულებაში, კი არადა დიდი ცვლილებებცი უნდა შევიდეს ალბათ, იმიტომ, რომ ის უნდა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს. მე ვფიქრობ, რომ ამაზე თითქმის შეთანხმებულია ყველა, მაგრამ რაც შენ არ მიგიცია, იმას ვერ ჩამოართმევ", - ამბობს მეუფე დოსითეოსი.
სინოდის სხდომა, გუშინ საპატრიარქოში ექვს საათს გაგრძელდა. სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა.
მისი თქმით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებით მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ, - მაშინ, როცა სინოდი სამი კანდიდატის საკითხს განიხილავს.
რაც შეეხება პატრიარქობის კანდიდატის განათლების საკითხს, ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა - "მაგრამ მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნა".