რუსებმა ქალაქ სუმს დაარტყეს - დაშავებულია 11 ადამიანი
რუსებმა უკრაინის ქალაქ სუმს დაარტყეს - უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 11 ადამიანი, რომელთა შორის ერთი ბავშვია.
იერიშის შედეგად სუმის ცენტრში მრავალსართულიან შენობას ხანძარი გაუჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმა 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-13 სართულზე მოხდა.