მედია: ყულევთან სავარაუდოდ დრონის ფრაგმენტი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება

04.04.26 12:40
მედია: ყულევთან სავარაუდოდ დრონის ფრაგმენტი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება

სოფელ ყულევთან სავარაუდოდ დრონის ფრაგმენტი იპოვეს - როგორც შსს-მ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევას გულისხმობს.

საინფორმაციო გვერდ „World Military/ანალიტიკის“ ცნობით,  სოფელ ყულევთან სანაპირო ზოლზე, ზღვამ უცნობი დრონი გამორიყა.

„ეს უნდა იყოს რუსული Gerbera-ს ტიპის კამიკაძე დრონი, რომელიც ან ტექნიკური ხარვეზის გამო, ან უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების ზემოქმედების შედეგად,ზღვაში ჩამოვარდა და დინებამ ის ყულევთან გამორიყა“, — წერს World Military/ანალიტიკა.