ტრაგედია თბილისში - ახალგაზრდა ცოლ-ქმარი საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს
ტრაგედია თბილისში - ახალგაზრდა ცოლ-ქმარი საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაციას ამბები.ჯი ავრცელებს.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაციას, რომახალგაზრდების სიკვდილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. თუმცა „თბილისი ენერჯის“ განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის შემოწმების შედეგად CO-ს (ნამწვის) კვალი არ ფიქსირდება, შესაბამისად აღნიშნული შემთხვევა გაზთან კავშირში არ არის“,- ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.