ვერ დავუშვებთ, ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ამოწყვეტას - ქეთათო კანცელარიასთან მიმდინარე აქციას შეუერთდა
კანცელარიასთან ცხოველების უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს - უფელებადამცველებს ცოტა ხნის წინ ცნობადი სახეები, მომღერლები, მსახიობები, პოლიტიკოსები შეუერთდნენ.
აქციაზე იმყოფება მუსიკოსი ქეთათო პოპიაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ყველა იქ შეკრებილი ადამიანი ოთხფეხა მეგობრების, მიუსაფარი ცხოველების ხმა არიან.
აქ შეკრებილი ხალხი ვართ ოთხფეხა ჩვენი მეგობრეის ხმა და ჩვენ, მართლა ვერ დავუშვებთ იმას, რომ ამოვწყვიტოთ ეს ოთხფეხა ცხოველები. კორუფცია არის ყველგან ყველაფერში და ალბათა აღარ ხდება. რაც უნდა ხდებოდეს და გადაწყვიტეს ასე ხოცვაზე გადასვლა", - ამბობს ქეთათო.
დასრულდეს ცხოველების სავარაუდო წამება და გატაცებული ძაღლები დაბრუნდნენ ქუჩებში - ეს არის ის ორი მთავარი მოთხოვნა, რის გამოც უფლებადამცველები პროტესტზე გადავიდნენ.
მიუსაფარი ცხოველების დამცველებ ითხოვენ „პირვანდელ არეალში დაბრუნების“ ვალდებულება გაიწეროს კანონშიც, განკარგულებებშიც და, რაც მთავარია, უნდა დაინერგოს პრაქტიკაშიც. მათი თქმით, N412 განკარგულებიდან ამოსაღებია ბუნდოვანი ჩანაწერი (მუხლი 3, პუნქტი 3) დაბრუნების არეალის შეზღუდვაზე.
აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნებისმიერ მიმკედლებელს თუ დაინტერესებულ მოქალაქეს უნდა მიაწოდოს ოფიციალური, დოკუმენტებით გამყარებული ინფორმაცია იმაზე, თუ სად იმყოფება/სად დასვეს ნებისმიერი გაუჩინარებული ცხოველი.