მეტი კომუნიკაცია უნდა დამყარდეს იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც შეხება აქვთ მიუსაფარ ძაღლებთან - მამულიჩა
კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც ცხოველების უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს კახა მამულიშვილი(მამულიჩა) ძაღლთა ერთად მივიდა.
მისი თქმით, აუცილებელია მეტი კომუნიკაცია დამყარდეს იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც შეხება აქვთ მიუსაფარ ძაღლებთან.
ესენი არიან ყველაზე საყვარელი და გემრიელი ადამიანები. მეტი კომუნიკაცია უნდა დამყარდეს იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც შეხება აქვთ მიუსაფარ ძაღლებთან. ეს ტყუილები უნდა დამთავრდეს", - ამბობს კახა მამულაშვილი.
დასრულდეს ცხოველების სავარაუდო წამება და გატაცებული ძაღლები დაბრუნდნენ ქუჩებში - ეს არის ის ორი მთავარი მოთხოვნა, რის გამოც უფლებადამცველები პროტესტზე გადავიდნენ.
მიუსაფარი ცხოველების დამცველებ ითხოვენ „პირვანდელ არეალში დაბრუნების“ ვალდებულება გაიწეროს კანონშიც, განკარგულებებშიც და, რაც მთავარია, უნდა დაინერგოს პრაქტიკაშიც. მათი თქმით, N412 განკარგულებიდან ამოსაღებია ბუნდოვანი ჩანაწერი (მუხლი 3, პუნქტი 3) დაბრუნების არეალის შეზღუდვაზე.
აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნებისმიერ მიმკედლებელს თუ დაინტერესებულ მოქალაქეს უნდა მიაწოდოს ოფიციალური, დოკუმენტებით გამყარებული ინფორმაცია იმაზე, თუ სად იმყოფება/სად დასვეს ნებისმიერი გაუჩინარებული ცხოველი.