რეჟიმი უნდა წავიდეს - დედაქალაქში ტრადიციული, შაბათის მარში მიმდინარეობს
თბილისში, რუსტაველის გამზირზე, ტრადიციული "შაბათის მარში" მიმდინარეობს. "რეჟიმი უნდა წავიდეს", "თავისუფლება სინდისის პატიმრებს", "ერთად დამოიუკიდებლობისთვის" -ამ და სხვა შეძახილებით ხალხი პარლამენტის შენობასთან მსვლელობით მივიდა.
ადგილზე იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
დედაქალაქის ცენტრში მობილიზებულია პოლიცია.