"ტიკ-ტოკერს", რომელსაც ნაფიცებმა ქმრის მკვლელობისთვის გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს, მოსამართლემ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
tik-tok-ერ თეკლა გერსამიას, რომელსაც ნაფიცმა მსაჯულებმა ქმრის, ლუკა დარასელიას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობისსთვის გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს, მოსამართლემ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. IPN.GE-ს ცნობით, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასართლოს მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ მიიღო.
ცნობილია, რომ 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად მიიღო. გადაწყვეტილებას წინ 4 საათიანი განხილვა უძღოდა.
ახალგაზრდა კაცი თბილისში, 22 აგვისტოს მოკლეს. სასტიკი დანაშაულის ბრალდებით მისი ცოლი, 25 წლის თეკლა გერსამია იმავე დღეს დააკავეს. ქალი ბრალს არ აღიარებს.