მეტროს პირველ ხაზზე შეფერხებაა
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეფერხებულია. მიზეზად „დიდუბის“ სადგურზე მატარებლის ტექნიკური დაზიანება სახელდება.
ამ დროისთვის მატარებლები ზონალურად მოძრაობენ — მგზავრებს ემსახურება მონაკვეთი „ვარკეთილიდან“ „სადგურის მოედნამდე“, ხოლო „სადგურის მოედნიდან“ „ახმეტელის სადგურამდე“ მოძრაობა შეჩერებულია.
კომპანიის განმარტებით, ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და მოძრაობის სრულად აღდგენა დაახლოებით ერთ საათშია მოსალოდნელი.