მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას აღნიშნავს

05.04.26 10:10
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს — მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის დღეს.

სადღესასწაულო წირვა-ლოცვები ყველა ტაძარში ჩატარდება. 10:00 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში მსახურებას აღასრულებს პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), რის შემდეგაც ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართება.

ბზობა აღდგომამდე ერთი კვირით ადრე აღინიშნება და მისი მთავარი სიმბოლოა ბზის რტო — მორწმუნეები ტაძრებში სწორედ ბზითა და სანთლებით მიდიან, სადაც ბზა იკურთხება როგორც უფლის მისალმების ნიშანი.