მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. შესაბამის ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეფერხება მატარებლის ტექნიკურმა დაზიანებამ გამოიწვია, რის გამოც „სადგურის მოედნიდან“ „ახმეტელის თეატრამდე“ მონაკვეთში მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერებული იყო.
ამ დროისთვის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და მგზავრებს სრულად ემსახურება.