როდესაც პატრიარქი თავის სიცოცხლეში ადგენს მოსაყდრეს, ანდერძის საჭიროება აღარ არსებობს - მამა გიორგი ზვიადაძე
როდესაც პატრიარქი თავის სიცოცხლეში ადგენს მოსაყდრეს, ანდერძის საჭიროება იქ არ არის, - ამის შესახებ მამა გიორგი ზვიადაძემ "პირველებთან" ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს წმინდა სინოდი კვალიფიციურად და კანონიკური წესების სრული დაცვით განიხილავს. ზვიადაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ერთიანობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა მხოლოდ წმინდა სინოდის უფლებამოსილებაა.
ძალიან კვალიფიციურად უდგება ამას წმინდა სინოდი ითვალისწინებს ყველაფერს, რა თქმა უნდა, პროცედურებთან დაკავშირებით. ძალიან საფუძვლიანად ხდება ყოველი დეტალის გათვალისწინება, რომ ღირსეულად ჩატარდეს გაფართოებული კრება. წმინდა სინოდს შეუძლია მხოლოდ ცვლილების შეტანა და ბუნებრივია, რომა ამაზე წმიდა სინოდის იმსჯელებს. წინდაწინ რაიმეს თქმა ძალიან რთულია. რაც განსაკუთრებული პატივისცემით მინდა, აღვნიშნო წმინდა სინოდის მიერ შენარჩუნებულია ერთიანობა, ურთიერთპატივისცემა და საეკლესიო კანონიკურ წესზე დამყარებული მიდგომა საკითხებისადმი, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს ყოველთვის, რომ ყველაფერი გადაწყდეს ერთობის სულით, ურთიერთპატივისცემით და თუკი იქ რაიმე არის დასაზუსტებელი, გასათვალისწინებელი ან შესაცვლელი, ამის გადაწყვეტაც ერთობლივად მოხდებოდა წმინდა სინოდის მღვდელმთავრების მიერ. ჩვენს საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით არანაირი შფოთვის საფუძველი არ აქვს.
როდესაც პატრიარქი თავის სიცოცლეში ადგენს მოსაყდრეს, ანდერძის საჭიროება იქ არ არის. ანდერძი შეიძლება ესაჭიროებოდეს მხოლოდ მოსაყდრის დადგინებას და როდესაც სიცოცხლეშივე პატრიარქის მიერ დადგენილია მოსაყდრე, ანდერძის საჭიროება აღარ არსებობს, - ამბობსპროტოპრესვიტერი, თბილისის სასულიერო აკადემიის და სეინარიის რექტორი გიორგი ზვიადაძე.