თანასოფლელმა 73 წლის კაცი თავში დაჭრა - "პირველებისთვის" ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი
ზუგდიდში, სოფელ ერგეტაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 4 აპრილს, დაუსახლებელ ტერიტორიაზე იმ დროს მოხდა, როცა ბრალდებული თანასოფლელთან ერთად მდინარე ჭურიასთან სათევზაოდ იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მამუკა მანიამ 73 წლის კაცს თავის არეში დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა. ზურაბ ნოზაძე ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.