გიგა ავალიანის საქმე — სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

05.04.26 13:25
გიგა ავალიანის საქმე — სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მესამე საათია გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესი დახურულ რეჟიმში ტარდება.

განსასჯელის სკამზე სამი არასრულოვანი ზის. საუბარია ალექსანდრე გაბაშვილზე, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანზე.

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი ამ დროისთვის ადვოკატების დასკვნით სიტყვებს ისმენს.

დაკავებულები და მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ ავალიანი მხოლოდ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი გარდაცვალება, მათი მტკიცებით, არასათანადო სამედიცინო დახმარებას უკავშირდება.

არ არის გამორიცხული, რომ პროცესზე დღეს დუმილი თავად ბრალდებულებმაც დაარღვიონ. ასევე, შესაძლოა, საქმეზე განაჩენი დღესვე გამოცხადდეს. 

მოკლული მასწავლებლის დედა ამბობს, რომ პროკურომა პროცესზე დეტალურად დაასაუთა ბრალის სიზუსტე. ქალი იმედოვნებს, რომ მოსამართლე გონივრულ გადაწყვეტლებას მიიღებს და არასრულწლოვნებს მაქსიმალურ სასჯელს გამოუტანს. 

დღეს არის დაცვის ხმარის დასკვნითი სიტყვა, ასევე არის რეპლიკები და ბრალდებულთა საბოლოო სიტყვა, თუმცაღა, ბრალდებულებს დუმილის უფლება აქვთ აღებული. ვნახოთ, როელი დაარღვევს დუმილს, თუ რამე აქვთ სათქმელი, ვნახოთ რას იტყვიან.

პროკურორმა ქეთი სტონიძემ დეტალურად გაიარა ყველაფერი და დაასაბუთა ბრალის სიზუსტე. მათი ბრალი არის გიგასთან კავშირში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სისცოცხლის მოსპობა. 

განზრახვა რომ იყო, დაასაბუთა იმით, რომ ნიღბით მიჰყვებოდნენ გიგას შორი-ახლოს, დაახლოებით 6 მეტრის მანძილზე ბოლო დღეს, იმიტომ, რომ სამი დღე იყვნენ ჩასაფრებულები ეს არასრუწლოვნები. შემდეგ, მძიმე დაზიანება რომ იყო სხეულის, ეს ადგილზევე დადასტურდა იმით, რომ გიგა უგონოდ, მოწყვეტით დაეცა. ჯგუფური რომ იყო, დადასტურდა იმით, რომ არაერთი ძალადობის ამსახველი ვიდეკადრი იყო პროცესზე ნაჩვენები და იცის საზოგადოებამ, რომ ესენი იყვნენ დაჯგუფების წევრები, მოძალადეები. ამ არასწრულწლოვნებისთვის ეს იყო ჩვეულებრივი, რიგითი ძალადობა და მე ვფიქრობ, რომ მოსამართლე მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და არსებულ ბრალში სასჯელად მაქსიმუმს მიუსაჯებს, - ამბობს ეკა კუპატაძე.