ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა - სარაჯიშვილზე კორპუსის ფასადი ჩამოიშალა

05.04.26 13:39
ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა - სარაჯიშვილზე კორპუსის ფასადი ჩამოიშალა

ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა. ყველაზე მეტად დიდი დიღმის ტერიტორია დაზარალდა, სადაც მშენებლობები აქტიურად მიმდინარეობს.

ცნობილია, ასევე რომ ცოტა ხნის წინ სარაჯიშვილზე ერთ-ერთი კორპუსის ფასადი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ავტომობილები. ამ წუთებში ადგილზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

ჩამოშალა ქარმა, ვერ გაუძლო ალბათ. ახალი აშენებულია. ერთი მანქანაა დაზიანებული, - ამბობს ადგილობრივი. 

პრობლემებია თბილისის სხვა უბნებშიც. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც წაქცეუი ამწეები ჩანს.