ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოსთხოვს საზოგადოება - მეუფე იოსები
შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა განაცხადა, რომ საქართველოს მომავალ კათოლიკოს-პატრიარქს მძიმე გამოწვევების დაძლევა მოუწევს. ამის შესახებ მან საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.
სასულიერო პირის თქმით, ახალი პატრიარქის მიმართ მოთხოვნები როგორც საზოგადოების, ისე საერთაშორისო და პოლიტიკური აქტორების მხრიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოსთხოვს საზოგადოება. და არა მარტო საზოგადოება - მსოფლიო, სახელმწიფოც, პოზიციაც და ოპოზიციაც. ამიტო არის ძალიან რთული. უამრავი პრობლემებია, ამ ყველაფრის გადალახვა მოუწევს საქართველოს მომავალ კათოლიკოს-პატრიარქს. ჩვენც, ეპისკოპოსებს, მაგრამ იმდენი დაწოლა არ იქნება ჩვენზე, როგორც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. ასეთი მძიმე დრო არ ყოფილა საქართველოში, როგორიც დღეს არის. დაპირიპირებულია ქართველები პოლიტიკურად, რელიგიურად, ეკლესიურადაც და ყველანაირად. ეს შერიგება უნდა მოხდეს აუცილებლად და შერიგება მოხდება აუცილებლად, როცა ადამიანების გულში ჩასახლდება ღმერთი, - თქვა ქადაგებისას მეუფე იოსებმა.