გიგა ავალიანის საქმე - მოსამართლემ სამი არასრუწლოვანი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული სამი არასრულწლოვანი — ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი — დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.
ისინი დამნაშავედ იქნენ ცნობილი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რასაც გარდაცვალება მოჰყვა, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში.
დღევანდელ პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვით ისარგებლეს.
სასჯელის განსაზღვრის სხდომა 8 აპრილს გაიმართება — სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, რა ვადით მოუწევთ არასრულწლოვანებს პატიმრობა.