რატომ გააძევეს საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და რა კავშირი აქვს სადიგოვის დეპორტაციას ალიევის თბილისში ვიზიტთან

05.04.26 20:06
რატომ გააძევეს საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და რა კავშირი აქვს სადიგოვის დეპორტაციას ალიევის თბილისში ვიზიტთან

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებისთვის დაისჯება. ამის შესახებ მან გათავისუფლების შემდეგ ადგილობრივ დამოუკიდებელ მედიასთან განაცხადა.

საქართველოდან გაძევებული ჟურნალისტი ამჟამად ბაქოში, ნათესავების სახლში იმყოფება, თუმცა აღნიშნავს, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს.

ადვოკატების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სადიგოვი ამ ეტაპზე თავისუფალია, ეს არ ათავისუფლებს ქართულ მხარეს პასუხისმგებლობისგან. გავრცელებულ კადრებში ჩანს ჟურნალისტის დაკავების პროცესი, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდებოდა.

სადიგოვი ღამით დააკავეს და სასწრაფო წესით სასამართლოში გადაიყვანეს. პროცესი ღამის 2 საათზე დაიწყო, ხოლო გამთენიისას 4 საათზე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა შსს-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევეს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.