სასახლის ღობის საქმე: ვინ აატრიალა კამერები 4 ოქტომბერს - იურისტები პასუხებს ითხოვენ
4 ოქტომრბის საქმეზე მიცემული ჩვენება ადვოკატებისთვის ამყარებს ეჭვებს, რომ დიდი შეკრების დღეს ხალხს პროვოკაცია მოუწყვეს. შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული სხდომის ოქმში აკაკი ქადაგიშვილი ამბობს, რომ კამერები სტრატეგიული ობიექტის ნაცვლად მიწას და ცას უყურებდა. ვინ შეუცვალა მიმართულება 112-ის კამერებს და რატომ, გამოძიებამ 7 თვეა ვერ დაადგინა.
112-ის კამერები მომიტინგეების წინააღმდეგ უკვე წლებია მთავარი იარაღია. მაღალი გარჩევადობის და სახის ამომცნობი კამერებით უშვებენ ადმინისტრაციულ პატიმრობაში ხალხს ტროტუარზე და გზაზე დგომისთვის. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუ 4 ოქტომბერს კამერები აქციის მონაწილეებს არ უყურებდა, ვინს ინტერესში შედიოდა რეალობის დამალვა?
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.