აკადემიური სფერო კერძო უნივერსიტეტებში სწავლის გაძვირებას აპროტესტებს

05.04.26 20:45
აკადემიური სფერო კერძო უნივერსიტეტებში სწავლის გაძვირებას აპროტესტებს

ხვალ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, აბიტურიენტებს კერძო უნივერსიტეტებში გაზრდილი სწავლის საფასური დახვდებათ. ფასები უკვე გაიზარდა ისეთ უმაღლეს სასწავლებლებში, როგორებიცაა საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი და ალტე.

ამ დროისთვის არესბული მონაცემებით, სწავლების ღირებულება 400-დან 1000 ლარამდეა გაზრდილი.

აკადემიური სფეროს წარმომადგენლების შეფასებით, ფასების ზრდა განათლების დაგეგმილ რეფორმას უკავშირდება.

მათი თქმით, ცვლილებების შედეგად სახელმწიფო უნივერსიტეტებში მცირდება ადგილები და მიმართულებები, რაც კონკურენციას ზრდის, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის ზრდა აბიტურიენტებისთვის დამატებით ფინანსურ ტვირთს ქმნის.

ახალი წესის მიხედვით, კერძო უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო გრანტი აღარ გავრცელდება, რაც, ექსპერტების შეფასებით, სწავლის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.