684 მილიონი შტატგარეშეებზე - ექსპერტები ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე მიუთითებენ

05.04.26 20:50
684 მილიონი შტატგარეშეებზე - ექსპერტები ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე მიუთითებენ

ფინანსთა სამინისტროს 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, შტატგარეშე თანამშრომლებზე 684 მილიონი ლარია დახარჯული. დოკუმენტის თანახმად, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 15%-ით, ანუ 92 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

ანგარიშში არ არის მითითებული, რამდენი შტატგარეშე თანამშრომელია დასაქმებული სახელმწიფო უწყებებში, რის გამოც უცნობია, რამდენ ადამიანზე გადანაწილდა აღნიშნული თანხა.

შტატგარეშე თანამშრომლები, საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით, გამარტივებული წესით ინიშნებიან, რაც ამ საკითხზე დამატებით კითხვებს აჩენს.

ექსპერტების შეფასებით, გაზრდილი ხარჯი ბიუჯეტზე მნიშვნელოვან დატვირთვას ქმნის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოქალაქეები სხვადასხვა გადასახადებისა და ხარჯების ზრდას აწყდებიან.

ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში.