ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს

06.04.26 11:56
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს.

ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წირვის შემდეგ შესრულდება ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

„ამა წლის 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას აღასრულებს სიონის საპატრიარქო ტაძარში.

წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები