მიხეილ სააკაშვილის პროცესი - ჩვენებას ზურაბ ნოღაიდელი მისცემს
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას თავად სააკაშვილიც ესწრება.
დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა უნდა მისცეს.