მნიშვნელობა არ აქვს სადიგოვის ექსტრადიცია მოხდებოდა თუ დეპორტაცია, ამას სტრასბურგი ძალიან მკაცრ შეფასებას მისცემს - სანდრო ბარამიძე
აფგან სადიგოვის საქმე - უფლებადამცველი, სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, შესაძლოა, სიტყვებით თამაში სცადა მაშინ როცა, სტრასბურგის სასამართლოს ჰქონდა დროებითი გადაწყვეტილება მიღებული ექსტრადაციის აკრძალვაზე, თუმცა მათ დეპორტაციის გზას მიმართეს.
მისი თქმით, სადიგოვის გაძევება ექსტრადიციით მოხდებოდა, დეპორტაციით თუ რაიმე სხვა გზით, დარღვევა მაინც იქნებოდა და ამას სტრასბურგის სასამართლო ძალიან მკაცრ შეფასებას მისცემს.
მათ შეიძლება ამისთანა გათვლები აქვთ, რომ ვითომ აკრძალული ჰქონდათ ესტრადიცია და გააკეთეს ყველაფერი დეპროტაციის მიმართულებით. ამ ტერმინებზე პროცედურულ განსხვეავებებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. აკრძალვას აქვს არსებითი შინაარსობრივი მხარე, რომ არ შეიძლება დევნილი ადამიანი გადაეცეს ქვეყანას, სადაც მას დევნიან. აქედან გამომდინარე, ეს ექსტრადიციით მოხდებოდა, დეპორტაციით თუ რაიმე სხვა გზით, დარღვევა მაინც იქნებოდა და ამას სტრასბურგის სასამართლო ძალიან მკაცრ შეფასებას მისცემს. მათ უნდოდათ მოესპოთ ყოველგვარი შესაძლებლობა, რომ სადიგოვს და მის ადვოკატებს მოესწროთ სტრასბურგის სასამართლოში შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა და ასეთ დროს, სტრასბურგი ძლიან სწრაფად მოქმედებს, საათებზე მეტი არ სჭირდებათ, აქედან გამომდინარე, ეს რომ დღისით გაეკეთებინათ, კონკრეტული აკრძალვა იქნებოდა, რომ წინა აკრძალვის დარღვევა დაუშვებელია. ამით იყო მოტივირებული შუაღამის ტოტალიტარული ქვეყნებისთვის საბჭოთა კავშირი, ნაცისტური გერმანია და ამდაგვარი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი მოქმედებები შუაღამისას, - განაცხადა ბარამიძემ.