12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

06.04.26 15:01
12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

თბილისში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის 9 დროებითი მარშრუტი. ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მარშრუტებით " მოქალაქებიი 2 დღის განმავლობაში, ყოველგვარი გადასახადის გარეშე უფასოდ ისარგებლებენ"

გთავაზობთ მარშრუტების ჩამონათვალს:

  • ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: მარჯანიშვილი, დელისი, სარაჯიშვილი, ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან (თბილისი ცენტრალის პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან - შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. 

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტრო იმუშავებს გახანგრძლივებული დროით.

"11 აპრილის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. მოქალაქეების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება“.