დიდი ოდენობით თანხის მითვისება - დაკავებულია "ქართული ოცნების" წევრი

10.11.21 17:56
დიდი ოდენობით თანხის მითვისება - დაკავებულია "ქართული ოცნების" წევრი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და თაღლითობის ფაქტზე ,,ქართული ოცნების" წევრი, დავით კამლაძე, დააკავეს.

მძიმე დანაშაულში  ბრალდებული კამლაძე მმართველი პარტიის ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ბეჟან წაქაძის, ბიუროს ხელმძღვანელია.

გავრცელებული ინფორმაციით, კამლაძეს ხელბორკილი სავარუდოდ  სწორედ ,,ოცნების" ოფისში დაადეს.

ზესტაფონის მერიიაში, სადაც ტყიბულის მაჟორიტატი დეპუტატის ბიუროა განთავსებული, ტვ პირველს ჯერ კამლაძის დაკავების ფაქტს არ დაუდასტურეს, შემდგომში კი განაცხადეს, რომ დაკავება აღნიშნულ შენობაში არ მომხდარა.