აჭარის დეპუტაციას მშენებლობებით ნაშოვნი ფულის ნაწილი “ოცნებაში“ მიაქვს - ექსპერტი
აჭარის დეპუტაცია ფულს შოულობს ბათუმში მშენებლობებით, ამ მშენებლობებში ნაშოვნი ფულის გარკვეული ნაწილი კი მიაქვს “ქართულ ოცნებაში“, - ამის შესახებ კორუფციის მკვლევარმა ბესო დონაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნების“ ყველა ჩინოვნიკი, ვინც შოულობს ფულს, მისი ვალდებულებაა, ამ ფულის ნაწილის მიტანა პარტიაში.
ეს არის წრე, რომელიც საათივით ააწყო “ქართულმა ოცნებამ", - ამბობს დონაძე.
ყველა ის ადამიანი, რომელსაც გარკვეული თანამდებობა უკავია, წარმოადგენს “ქართულ ოცნებას“, არის “ოცნების“ ჩინოვნიკი, შოულობს ფულს, მისი ვალდებულებაა ამ ფულის მიტანა პარტიაში. ეს აჭარის დეპუტაციაც ფულს შოულობს ბათუმში მშენებლობებით, ამ მშენებლობებში ნაშოვნი ფულის გარკვეული ნაწილი კი მიაქვს “ქართულ ოცნებაში“. ფულს თუ არ მიიტანს, შესაბამისად, ვერ მიიღებს ნებართვასაც. ეს არის წრე, რომელიც საათივით ააწყო “ქართულმა ოცნებამ“ - ამბობს დონაძე.
ცნობისთვის, “საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართველო“ “ქართული ოცნების“ მსხვილ შემომწირველებზე მასალას აქვეყნებს და წერს, რომ ბიზნესმენები, რომლებმაც “ქართულ ოცნებას“ 625,000 ლარი შეწირეს, ყოფილი მაჟორიტარის ბიზნესპარტნიორები არიან.
- ყოფილი მაჟორიტარი კორპუსებს აშენებს, მისმა ბიზნესპარტნიორებმა კი “ოცნებას“ 625 ათასი ლარი შესწირეს
TI - ის კვლევით დგინდება, რომ სამშენებლო კომპანიების მფლობელებმა, ლევან მჟავანაძემ და ბესიკ (ბესარიონ) ბაჯელიძემ ერთობლივი სამშენებლო ბიზნესი სწორედ იმ პერიოდში დაიწყო, როცა შარაშიძე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა უმაღლეს საბჭოში.