პროკურორი ამტკიცებს, რომ ცდილობენ, დაადგინონ იმ პირების ვინაობა, ვინც 4 ოქტომბერს კამერებს მიმართულება შეუცვალა

06.04.26 19:12
პროკურორი ამტკიცებს, რომ ცდილობენ, დაადგინონ იმ პირების ვინაობა, ვინც 4 ოქტომბერს კამერებს მიმართულება შეუცვალა

4 ოქტომბრის საქმე - პროკურატურას 6 თვის თავზეც არ აქვს პასუხი კითხვაზე, კონკრეტულად ვინ შეუცვალა მიმართულება პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ დამონტაჟებულ კამერებს.

პროკურორმა, თამარ იაკობიძემ მედიას უთხრა მხოლოდ ის, რომ გამოძიება ცდილობს დაადგინოს იმ პირების  ვინაობა, ვინც  ჩამწერ მოწყობილობებს ტრაექტორია შეუცვალა. 

პროკურორის მტკიცებით, კამერები სასხლის მიმდებარე ქუჩებზე იყო ატრიალებული და არა მიმდებატე ტერიტორიაზე. 

კამერების შებრუნებასთან დაკავშირებით, გამომძიებელს შემთხვევის ადგილი აქვს დათვალიერებული, ოღონდ ეს არ ეხება სასახლის ტერიტორიას, ეს ეხება მიმდებარე ქუჩებს. მოგეხსენებათ, რომ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ნაწილში განხორციელდა მიმდებარე ქუჩების რბევა, აქედან გამომდინარე, მიმდებარე ქუჩებზე კამერებს ჰქონდა მიმართულება შეცვლილი და ეს არცერთ შემთხვევაში არ ეხება სასახლის მიმდებარე ტერიტორიას. კი ბატონო [სხვა ქუჩებზე იყო ატრიალებული].

აი ამ ნაწილში, მოგეხსენებათ, რომ კონკრეტულ პირებთან მიმართებით საქმე გამოიგზავნა სასამართლოში, ხოლო რაც შეეხება ძირითად საქმეს, დარჩა გამოძიებაში, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, დეტალებზე ვერ გიპასუხებთ," - ამბობს თამარ იაკობიძე. 

ცნობისთვის, "შაბათის" გუნდის მიერ მოპოვებული აუდიო ჩანაწერის მიხედვით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს გამომძიებელმა, აკაკი ქადაგიშვილმა 16 მარტს, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს უთხრა, რომ სამეთვალყურეო კამერებს პრეზიდენტის სასახლესთან, 4 ოქტომბერს მიმართულება შეცვლილი ჰქონდა. 

4 ოქტომრბის საქმეზე მიცემული ჩვენება ადვოკატებისთვის ამყარებს ეჭვებს, რომ დიდი შეკრების დღეს ხალხს პროვოკაცია მოუწყვეს. შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული სხდომის ოქმში აკაკი ქადაგიშვილი ამბობს, რომ კამერები სტრატეგიული ობიექტის ნაცვლად მიწას და ცას უყურებდა.

სკანდალური ჩანაწერი: ვინ აატრიალა კამერები 4 ოქტომბერს?!