თამარ ბაგრატიონმა აზერბაიჯანის პირველ ლედის "ვინოტელში" უმასპინძლა

06.04.26 19:33
თამარ ბაგრატიონმა აზერბაიჯანის პირველ ლედის "ვინოტელში" უმასპინძლა

მიხეილ ყაველაშვილის მეუღლემ, თამარ ბაგრატიონმა აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტსა და პირველ ლედის, მეჰრებან ალიევას "ვინოტელში" უმასპინძლა.

შეხვედრის ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება

თამარ ბაგრატიონმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას პატივსაცემად, საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის სახელით, თბილისში სადილი გამართა," - წერია პოსტში. 

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი იმყოფება.