პროტესტის შემდეგ მოხსნეს აგვისტოს ომის მემორიალი, სადაც რუსეთი ნახსენები არ იყო, თარიღი კი შეცდომით ეწერა
პროტესტის შემდეგ, ქუთაისში, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალიდან წარწერა მოხსნეს, სადაც სადაც რუსეთი ნახსენები არ იყო, თარიღი კი შეცდომით ეწერა.
ცნობისთვის, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალზე დატანილ წარწერაში მითითებული იყო 8 აგვისტო და არა 7, როდესაც ომი დაიწყო.
სოციალურ ქსელში მემორიალის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელებას მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. რის შემდეგაც წარწერა ჩამოხსნეს.