გაიაფების ნაცვლად გაზრდილი ფასები - ბენზინის ღირებულება 4 ლარს აღწევს

06.04.26 20:39
გაიაფების ნაცვლად გაზრდილი ფასები - ბენზინის ღირებულება 4 ლარს აღწევს

ერთი ლიტრი დიზელის ფასი 3 ლარი 99 თეთრია, ბენზინგასამართ სადგურებზე, იგივე ღირს სუპერი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საწვავის უკვე 80 თეთრით მატებაა სახეზე, ეს არ აისახება მხოლოდ ავტომობილების მფლობელებზე, იზრდება პროდუქტის ფასი, რადგან თუნდაც რეგიონებში მოყვანილი პროდუქტების თბილისში ჩამოსატანად ტრანსპორტირების ხარჯი ფასის ერთ-ერთ განმსაზღვრელია. 

"ქართული ოცნება" საწვავის გაზრდილ ფასებზე პასუხისმგებლობას იხსნის. კალაძემ დღეს თქვა, რომ ფასები ახლო აღმოსავლეთის კრიზის გამო იზრდება და მათი მუშაობა არაფერ შუაშია. ბიზნესი კი ფიქრობს, რომ მთავრობის ხელში არის ფასების შეჩერების ან შემცირების ბერკეტი, დროებით ამ კრიზის ფონზე, უნდა შემცირდეს აქციზის გადასახადი. 

"ქართულ ოცნებას" გულგრილობაში ადანაშაულებენ ექსპერტები - გამოსავლად გადასახადების შემცირებას ან დროებით გაუქმებას სთავაზობენ - იმ შემთხვევაში თუ აქციზი, ანუ საწვავზე დაწესებული სახელმწიფო გადასახადი განულდება, საწვავის ფასი 20-25 თეთრით დაიკლებს.

ოპოზიციისთვის ნათელია, რომ "ქართული ოცნება" ხალხზე არ ფიქრობს - პოპულისტური იყო მათთვის ირაკლი კობახიძის განცხადებაც, რომ სააღდგომოდ ფასები დაიკლებდა - ახლა ქვეყანაში ფასების კი არ იკლებს, არამედ შეუქცევადად იზრდება.

დეტალები ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში