22 წლის თაზო მთივლიშვილის მკვლელობის ახალი დეტალები - მტკიცებულებები პოლიციის ფაილებიდან

06.04.26 20:53
22 წლის თაზო მთივლიშვილის მკვლელობის ახალი დეტალები - მტკიცებულებები პოლიციის ფაილებიდან

"პირველების" ხელშია მტკიცებულებები პოლიციის ფაილებიდან - მოპოვებულია 22 წლის თაზო მთივლიშვილის მკვლელობის უმძიმესი კადრები. "პირველების" მიერ მოპოვებული ფოტო-ვიდეო მასალიდან დგინდება, რომ 22 წლის სტუდენტს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ცივი იარაღით და სამზარეულოს დაფის ჩარტყმით აქვს მიყენებული.

უმძიმესი ფოტო-ვიდეო მასალის დეტალურად დათვალიერებით დგინდება, რომ სტუდენტი წამებით არის მოკლული. გამოძიების ფაილების თანახმად, 33 წლის გიორგი პაპაშვილმა დაჭრილ ახალგაზრდას სასიკვდილო დაზიანება სამზარეულოს დანით მიაყენა. მოწმეების ჩვენებით ირკვევა, რომ სტუდენტს პაპაშვილმა ხის დაფარა რამდენჯერმე გამეტებით ჩაარტყა. "პირველების" მიერ მოპოვებული საქმის მასალები იმდენად მძიმეა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ამ დრომდე შვილის მკვლელობის ამსახველი კადრები არ უნახავს.

ემიგრაციაში მყოფმა დედამ შვილის განსაკუთრებული მკვლელობის შესახებ სხვა ქვეყნაში გაიგო.  შვილმოკლული ქალი დღეს მოსამართლის თანდასწრებით უნდა დაკითხულიყო, თუმცა მხარეებმა მისი ჩვენება უდავოდო გამოაცხადეს. შვილმოკლულ დედას სათქმელი ბევრი აქვს მოთხოვნა კი ერთადერთი, უმკაცრესად დასაჯონ ის ადამიანები, რომელებმაც 22 წლის გიორგი მთივლიშვილი სასიკვდილოდ გაიმეტეს.

დეტალები ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში