სასახლის ღობის საქმე თავდაყირა დგება - ვინ შეუცვალა მიმართულება 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ დამონტაჟებულ კამერებს?

06.04.26 20:56
სასახლის ღობის საქმე თავდაყირა დგება - ვინ შეუცვალა მიმართულება 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ დამონტაჟებულ კამერებს?

მეექვსე თვეა პროკურატურა ადგენს ვინ შეუცვალა ხედვის არეალი ათონელის ქუჩაზე პოლიციის კამერებს. საქმე დასკვნით ეტაპზეა. ვიდეოჩანაწერები, სადაც ყველას გადაადგილება უნდა ჩანდეს, არ არსებობს. პროკურატურა ამბობს, რომ კამერები იმ მომენტში ან ზეცას უყურებდა ან ასფალტს. ახლა ჩნდება კითხვა, თუ ვინმე აცოცდა ბოძზე და კამერა დაატრიალა, როგორ ვერ დააფიქსირა ეს სამეთვალყურეო სისტემამ, რომელიც წესით 24 საათი უნდა იწერდეს ყველაფერს. 

კამერებს, რომელიც 4 ოქტომბერს ატრიალებული იყო. უნდა დაეფიქსირებინა, ის აგენტ-პოვოკატრები, რომლებიც თავისუფლების მოედნიდან სასახლესთან ჩასულ ხალხს დაახვედრეს. ვინ იყვნენ ის ნიღბიანები, ვინც ხალხს მიუთითა ღობეზე იერიში მიეტანათ, ტავად კი გაიქცნენ? - პროკურატურამ ნაწილის ვინაობა ვერ დაადგინა. 

ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ საკუთარი დანაშაულის დასაფარად სამეთვალყურეო კამერები თავად პოლიციელებმა დაატრიალეს. მათი ინტერესი არ იყო კამერებში გამოჩენილიყო, რომ გადაჭრილი ღობე, წამებში გადაიქცა და ხალხს იქ ღობისკენ სწორედ "შეგზავნილები" უბიძგებდნენ. 

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში