გამოცდებისათვის რეგისტრაცია პირველი მარტიდან დაიწყება

26.02.21 18:04
გამოცდებისათვის რეგისტრაცია პირველი მარტიდან დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 1-ლი მარტიდან დაიწყება და 31 მარტამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველი მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათამდე  გაგრძელდება,-აღნიშნულია Naec-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.