კობახიძე დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს დღესაც არ შეხვდა
ხმაური და პოლიციის მობილიზება იყო დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული მოზარდების მშობლები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. თუმცა "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა მათთან შეხვედრა არც ამჯერად ისურვა. მეტიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კანცელარიის კართან ჩააყენეს და ადმინისტრაციაში შესვლის უფლება მხოლოდ 2 მშობელს მისცეს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს. მშობლები ერთი წელია ქვეყანაში ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანას უშედეგოდ ითხოვენ. დრო, რომელიც დაავადებული ბავშვებისთვის გადამწყვეტია არ ითმენს, სახელმწიფო კი მათ მოთხოვნებზე არ რეაგირებს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული მოზარდების მშობლები 24 საათიანი პროტესტის დაწყებას აანონსებენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ კანცელარიის ეზოში კარვების გაშლის უფლებასაც კი არ აძლევს.