დაკავებულია მარნეულის მერის ძმა, რომელმაც ნიღბიან ბანდასთან ერთად სასტიკად სცემეს მოქალაქე - სამირა ბაიარამოვა

07.04.26 10:08
დაკავებულია მარნეულის მერის ძმა, რომელმაც ნიღბიან ბანდასთან ერთად სასტიკად სცემეს მოქალაქე - სამირა ბაიარამოვა

დაკავებულია მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი რომელმაც ნიღბიან ბანდასთან ერთად დღეს გამთენიისას სასტიკად სცემეს მოქალაქე, რომელიც ვერ დადის - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებამდაცველი სამირა ბაირამოვა წერს. 

მისი თქმით, მერის ძმას ასევე ეხმარებოდა მერიის მრჩევლის კანდიდატი.

ბაირამოვა ამბობს, რომ გუშინ გვიან ღამით, მას შემდეგ  რაც მარნეულის მერის ძმა დააკავეს, მარნეულის პოლიციის წინ შეკრებულნი იყვნენ მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირები.

დაკავებულია მარნეულის მერის ძმა, რომელმაც ნიღბიან ბანდასთან ერთად დღეს გამთენიისას სასტიკად სცემეს მოქალაქე, რომელიც ვერ დადის.
მერის ძმას ასევე ეხმარებოდა მერიის მრჩევლის კანდიდატი. დიდი ხანია ლოკავდა. გადავრჩით 🤭
ამჟამად მარნეულის პოლიციის წინ შეკრებულნი არიან მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირები და ძალიან წუხან დაკავებული კრიმინალის გამო...
ასე რომ, ღამე მშვიდობის.
მარნეულის პოლიციას ბოლო დღეებში კრიმინალთან ბრძოლისა და ოპერატიულობისთვის ერთი ვარსკვლავი ნამდვილად ეკუთვნის.

როგორც სამირა ბაირამოვა წერს, მარნეულში მომხდარი ანგარიშსწორება სავარაუდოდ პურის ბიზნესს უკავშირდება. 

მერის ოჯახის წევრები უკვე ერთი კვირაზე მეტია ქალაქში ქაოსს ქმნიან. მათ, საკუთარი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, ხელოვნურად გაზარდეს პურის ფასი და სხვა მეწარმეებსაც აიძულებდნენ იგივე გაეკეთებინათ. ერთ ერთი პირადად დამიკავშირდა. ვინც არ დაემორჩილა დღეს ერთ-ერთი მათგანი სასტიკად არის ნაცემი.
ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტაქსის მძღოლმა მომაწოდა დღეს გამთენისას, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მისი შეტყობინება სპამში მოხვდა და დროულად არ მინახია. ცოტახნის წინ დამიკავშირდა კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც პოლიციაში სურდა საჩივრის შეტანა და ისიც გაუგია მომხდარის შესახებ ინფორმაცია. ვთხოვ დაზარალებულს და
მის ოჯახს რომ აუცილებლად მიეცით ინფორმაცია მედიას და ეს იქნება თქვენი ბერკეთი ვერ დამალავენ ფაქტსა და ძალადობას. უნდა დასრულდეს ეს ქვეყანაში თანამდებობის პირების “დაცვა”

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლით. ამ დანაშაულისთვის 1 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.