სიონში მეუფე შიო წირვას აღავლენს, რის შემდეგაც ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდება

07.04.26 10:25
სიონში მეუფე შიო წირვას აღავლენს, რის შემდეგაც ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. დილიდან ქვეყნის მასშტაბით ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინება. სიონის საპატრიარქო ტაძარში იმყოფებიან მაღალი იერარქები. მათ შორისაა მეუფე შიო, რომელიც წირვას აღასრულებს

წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

სახარების მიხედვით, ხარება დღეს დღეს გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ ის იესო ქრისტეს შობდა. მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისის და დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულია.