"გრანტების კანონში" ცვლილებები შედის
"გრანტების კანონში" ცვლილებები შედის. ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ყოფილი ხელმძღვანელი წერს.
ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ დაანონსებული ცვლილებების მიხედვით, უცხოურ გრანტად აღარ ჩაითველება ფულადი სახსრები, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური წარმოამდგენლობა იღებს და არც საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური დახმარებები.
"გრანტების შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებები დაანონსდა. შარშანაც ასე მოხდა, ცვლილებები შეიტანეს, მერე მალევე დამატებითი ცვლილებები დასჭირდათ "შეცდომების" გასასწორებლად.
ახლა აზუსტებენ, რომ გრანტად არ იქნეს მიჩნეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას.
განმარტებით ბარათში წერია, ეს ისედაც ასე იგულისხმებოდა, უბრალოდ კანონი ისე დავწერეთ, სხვაგვარადაც იკითხებოდა და ვაზუსტებთო.
რეალობა კი ისაა, რომ ეს კანონი ყველაფერთან ერთად არის ყველაზე ცუდად დაწერილი, რომელსაც ეს ცვლილებაც ვერ აზუსტებს, და ახლა რასაც ცვლიან 10 აზრი გამოდის ისევ," - წერს ნონა ქურდოვანიძე.