ანგარიშსწორება პურის ბიზნესის გამო - შსს მარნეულის მერის ძმის დაკავებას ადასტურებს

07.04.26 11:16
ანგარიშსწორება პურის ბიზნესის გამო - შსს მარნეულის მერის ძმის დაკავებას ადასტურებს

შსს მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ძმის დაკავებას ადასტურებს - ქემალ ისმაილოვს ხელბორკილები გამოკითხვის მომენტში დაადეს. საგამოძიებო უწყება ისმაილოვს ჯგუფურ ძალადობას და მასში მონაწილეობას ედავება. 

უცნობია რა პოზიცია აქვს მაღალჩნოსნის ძმას, რომელიც ახლა იზოლატორში იმყოფება და ბრალის გაცნობას ელოდება. 

როგორც "პირველებს" მარნეულში უყვებიან, მერის ძმამ და სხვა მაღალჩინოსანებმა ადგილობრივ მეწარმეს, რომელსაც პურის ბიზნესი აქვს, გუშინ დილით საქმის გასარჩევად დაიბარეს და სასტიკად გასუწორდნენ. 

ის რომ სისხლიანი ანგარიშსოწრება პურის ბიზნესს უკავშირდება, ამის შესახებ უფლებადამცველის სამირა ბაირამოვაც საუბრობს.  

  • ადგილობრივები ამბობენ, რომ პურის ბიზნესის უდიდესი წილი მარნეულში სწორედ ისმიალოების ოჯახი ფლობს.

მერის ოჯახის წევრები უკვე ერთი კვირაზე მეტია ქალაქში ქაოსს ქმნიან. მათ, საკუთარი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, ხელოვნურად გაზარდეს პურის ფასი და სხვა მეწარმეებსაც აიძულებდნენ იგივე გაეკეთებინათ", - წერს სოციალურ ქსელში სამირა ბაირამოვა. 

მარნეულში ამბობენ, რომ სისხლიან ანგარიშსწორებაში 5 პირი მონაწილეობდა, რომელთაც ნიღბები ეკეთათ.  ხუთიდან ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი ადამიანი, ქემალ ისმაილოვია დაკავებული.

როგორც ადგილობრივი ოპოზიციის წევრი ამბობს, ნაცემი ადგილობრივი მეწარმე თავად მისულა ნაცემი და დასისიხლიანებული მარნეულის პოლიციაში. 

მისივე თქმით, მთელი ღამის განმავლობაში მარნეულის პოლიციასტან მობილიზებული იყვენნ, როგროც მარლეულის მერი, ისე სხვა მარალჩინოსნები. ამის დამადასტურებელი ფოტო-მასალა სოციალურ ქსელშიც ვრცელდება. 

ბოლნისის სოფელ კაპანახდში შეხვდნენ ამ დაზარალებულს, აქ დაიბარეს საქმის გარჩევქაზე, რომ რატომ არ აკლებ პურის ფასს. მთელმა მარნეულმა იცის, რაზე ყოფილა გუშინდელი გარჩევა. ეს ადამიანი მოსულა აქ სისხლიანი მარნეულის პოლიციაში და ამის შემდეგ უკვე საქმე აღიძრა. მთელი ღამე აქ მარნეულის მერი, მერის მოადგილეები, პარლამენტის დეპუტატი ქართული ოცნების ზაურ დარგალი - ყველანი აქ იყვნენ შეკრებილები. ალბათ უნდოდათ ეს არ გასაჯაროებულიყო, თუმცა ეს გასაჯაროვდა, ყველამ ვიცით, თუ რა კრიმინალი დადის მარნეულში. ამ ჯგუფის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან", - ამბობს ოპოზიციონერი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლით, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.