ისტორიული მისია კოსმოსში - „ორიონმა“ მთვარის ბნელ მხარეს შემოუფრინა
კოსმოსურმა ხომალდმა „ორიონმა“ ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად მიაღწია დედამიწიდან ყველაზე შორ წერტილს და წარმატებით შემოუფრინა მთვარის უხილავ, ბნელ მხარეს.
მისიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ეტაპი სწორედ მაშინ დადგა, როცა ხომალდი მთვარის უკანა მხარეს გადავიდა — ამ დროს სიგნალი სრულად დაიბლოკა და ეკიპაჟი დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში დარჩა სრულ სიბნელესა და გარე სამყაროსგან სრულ იზოლაციაში.
ეს ფაზა წინასწარ იყო გათვლილი და მისიის ნაწილი იყო, თუმცა რეალურ დროში კომუნიკაციის დაკარგვამ პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა.
ეკიპაჟმა ეს დრო მთვარის იმ მხარის დაკვირვებას დაუთმო, რომელიც დედამიწიდან უხილავია და მეცნიერებისთვის მნიშვნელოვან მონაცემებს წარმოადგენს.