დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდის, "ტურიკელას" დაჯგუფების წევრები
სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - დაკავებული არიან ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა შუბითიძის (ტურიკელას) დაჯგუფების წევრები.
როგორც როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ჯამში სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.
ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პირები ე.წ. “ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ და ე.წ. “ქურდული გადაწყვეტილებები“ გამოჰქონდათ.
გამოძიების თანახმად, დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ე.წ. „კანონიერ ქურდს“ მამუკა შუბითიძეს, რომელიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. „ქურდული წესების“ შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდა გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდა. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები ე.წ. კანონიერ ქურდს პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისსა და კახეთის რეგიონში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა, „ქურდული სამყაროს“ სახელით, მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა.
”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ ორგანიზებულ დანაშაულთან - განსაკუთრებით ე.წ. ”ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლას.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამართალდამცავების მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მორიგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირია დაკავებული. კიდევ 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.
სამართალდამცავების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ და გამოჰქონდათ ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“.
დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ე.წ. „კანონიერ ქურდს“ მამუკა შუბითიძეს, რომელიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. „ქურდული წესების“ შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდა გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდა. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები ე.წ. კანონიერ ქურდს პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისსა და კახეთის რეგიონში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა, „ქურდული სამყაროს“ სახელით, მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომანქანა, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, ასევე ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე, 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქვეყანაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრეს მიზანს, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
რა ვიცით „კანონიერი ქურდის“ მამუკა შუბითიძის შესახებ:
- ქართველი „კანონიერი ქურდი“ მამუკა შუბითიძე, იგივე „ტურიკელა“ ან „მამუკა კახეთინსკი“, წლების განმავლობაში იძებნებოდა როგორც საქართველოს მიერ — 1993 წელს პოლიციელის მკვლელობის საქმეზე, ასევე ბელარუსში, სადაც მას 2020 წელს ჩადენილ მძიმე დანაშაულებში, მათ შორის მუქარაში, ქურდობაში, ცეცხლის წაკიდებასა და სამართალდამცავზე ძალადობაში ედება ბრალი.
- გამოცემა „პრაიმ-კრაიმის“ ინფორმაციით, „კანონიერ ქურდად“ მამუკა კახეტინსკი 1997 წელს მონათლეს. 2004 წლამდე ის ნოვოსიბირსკში ცხოვრობდა.
- მამუკა შუბითიძე 2021 წელს რუსეთში „თაღლითობის“ ბრალდებით დააკავეს და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მედია წერდა, რომ მას ბელარუსში ყოფილმა პარტნიორმა უჩივლა.
- საჯარო ცნობების მიხედვით, სასჯელის მოხდიდან მალევე, 2024 წელს რუსეთიდან მისი დეპორტაცია განხორციელდა ეგვიპტეში.
„კანონიერი ქურდი“ მამუკა შუბითიძის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.