გრიგოლ ლილუაშვილის საქმეში ე.წ. "ქოლ-ცენტრების" საქმეზე ბრალდებული გივი ჯიბლაძის ჩვენება დევს

07.04.26 15:59
გრიგოლ ლილუაშვილის საქმეში ე.წ. "ქოლ-ცენტრების" საქმეზე ბრალდებული გივი ჯიბლაძის ჩვენება დევს

სუს-ის ყოფილი შეფის საქმეში ე.წ. "ქოლ-ცენტრების" საქმეზე ბრალდებული ბიზნესმენის, გივი ჯიბლაძის ჩვენება დევს - ამის შესახებ გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი, სადაც მესამე საათაი დახურულ კარს მიღმა მტკიცებულებებისდ ასაშვებებობაზე მსჯელობენ.

ჯიბლაძე ცალკე გამოყოფილ 10 პირიან საქმეზეა ბრალდებული - ბრალდების მხარე ითხოვს, რომ ბიზნესმენის ჩვენება ლილუაშვილის საქმეს დაერთოს. დაცვის მხარე ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს, ადვოკატი ლანა ცერცვაძე აცხადებს, რომ გივი ჯიბლაძე საერთოდ არ არის შემხებლობაში ამ სისხლის სამართლის საქმეთან - "მას თავისი ბრალი აქვს ცალკე გამოყოფილ საქმეზე და ცალკე აქვს პრობლემები - მესამეჯერ თანამშრომლობდა, ხან ვის ასახელებდა, რა ოქროს ნობელის პრემიას გადასცემენ საბოლოოდ". 

სანამ პროცესი დაიხურებოდა, დაცვის მხარე თანაბარ პირობებს ითხოვდა -  "ჩაგვაყენეთ თანაბარ პირობებში და მერწმუნეთ, ჩვენ გავყვებით სასამართლოს ნებას".

არაფერი არ არის დღეის მდგომარეობით ნებადართული გრიგოლ ლილუაშვილისთვის. ვერაფრით ვერ დავეთანხმები ბრალდების მხარეს იმ პოზიციაში, რომ ჩვენ სასამართლო სხდომის დარბაზში უნდა განვიხილოთ ეს ყველაფერი და პარალელურ რეჟიმში, ბრიფინგს რომ გავცდით და გაკეთდა სიუჟეტი რუსთავი 2-ის ეთერში, სადაც სახელი და გვარი გაჟღერდა გივი ჯიბლაძის. გივი ჯიბლაძე საერთოდ არ არის შემხებლობაში ამ სისხლის სამართლის საქმეთან. მას თავისი ბრალი აქვს და თავისი პრობლემები აქვს იმ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ცალკე გამოყოფილია და ცალკე აქვს პრობლემები - მესამეჯერ თანამშრომლობდა, ხან ვის ასახელებდა, რა ოქროს ნობელის პრემიას გადასცემენ საბოლოოდ, მე არ ვიცი, უბრალოდ ხვალ შეიძლება ისეთ ხასიათზე მოვიდეს ბატონი ჯიბლაძე, რომ საქმის ამჟამინდელ მწარმოებელ ხალხზეც ითანამშრომლოს - ღმერთმა დაიფაროს ქალბატონი მარიამი (პროკურორი) მაგრამ ასეთი მიმდინარეობა უჭირავს ამას. ჩაგვაყენეთ თანაბარ პირობებში და მერწმუნეთ, ჩვენ გავყვებით სასამართლოს ნებას და იმედს ვიტოვებ, რომ სწორედ სასამართლო მიიღებს საბოლოო ჯამში ობიექტურ გადაწყვეტილებას", - ამბობს ადვოკატი ლანა ცერცვაძე.  

  • გამოძიების ინფორმაციით, გივი ჯიბლაძემ "ქმედითად ითანამშრომლა გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარა ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყო ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას”. 
  • ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა დააყენეს შეუამდგომლობა, რომ გრიგოლ ლილუაშვილს ოჯახთან - ცოლთან და მცირეწლოვან შვილებთან კომუნიკაციაზე შეზღუდვა მოეხსნას. 

ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს დღევანდელი მდგომარეობით შეზღუდული აქვს პროკურორის დადგენილებით საკუთარი მცირეწლოვან შვილებთან და მეუღლესთან კომუნიკაცია. ესეც მოწმეებზე ზემოქმედებაა?  ნაწილობრივი შეზღუდვა აღარფრის აღარ არსებობს? 100 კაციდან პირობითად შეიზლება 2 არის, ვისი სახელიც და გვარიც არ უნდა საზოგადოებამ გაიგოს, ისევ და ისევ იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში საკუთარი თავის რცხვენია.   სხვა შემთვევაში რაზე ვსაუბრობთ? ნაწილობრივი შეზღუდვები არ არსებობს პროცესის დახურვის კონკრეტულ მოწმესთან დაკავშირებით? მათ შორის პროკურორის დადგენილებით არ შეიძლება შეზღუდვა დაწესებულიყო ...

ოჯახის წევრთან რომ ჰქონდოდა ამ ადამიანს რაიმე კომუნიკაცია- შვილთან, ცოლთან ესეც არ შეიძლებოდა", - თქვა ადვოკატმა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექს-მაღალჩინოსანს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

  • 2025 წლის 24 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

რას ედავება პროკურატურა სუს-ის ექს-შეფს: 

პირველი ეპიზოდი

  • „2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორის, ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის“.

მეორე ეპიზოდი

  • „2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი“.

მესამე ეპიზოდი

  • „რაც შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.
  • აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.
  • ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ.

მეოთხე ეპიზოდი

  • „გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.
  • ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები.

ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ“.