ტრამპი ჰორმუზის სრუტის გახსნის პირობით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
ამერიკის პრეზიდნეტი, დონალდ ტრამპი პაკისტანის წინადადებას დათანხმდა და ირანის წინააღმდეგ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. პირობა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნაა.
„პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფთან და ფელდმარშალ ასიმ მუნირთან საუბრების საფუძველზე, სადაც მათ მოითხოვეს, რომ ირანში გაგზავნილი დამანგრეველი ძალები შევაჩერო იმ პირობით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას, ვთანხმდები, ირანის დაბომბვა და თავდასხმა ორი კვირის განმავლობაში შევაჩერო. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა!“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
მისი თქმით, ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება მიიღეს.
„მივიღეთ ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება და გვჯერა, რომ ეს არის სამუშაო საფუძველი მოლაპარაკებებისთვის. წარსულში არსებული დავის თითქმის ყველა პუნქტი შეთანხმებულია შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, მაგრამ ორკვირიანი პერიოდი შეთანხმების საბოლოოდ დასრულების საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა ტრამპმა.