თბილისში, ვასო აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეორე სართული ჩამოინგრა (ფოტო)

08.04.26 10:58
თბილისში, ვასო აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეორე სართული ჩამოინგრა (ფოტო)

თბილისში, ვასო აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეორე სართული ჩამოინგრა - ფოტოს სოციალურ ქსელში "ქალაქის პრობლემები" ავრცელებს. 

კადრში ჩანს, რომ პერიმეტრი ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული, ადგილზე კი საანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.  

როგორც tvpirveli.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.