თბილისში კაცი დაჭრეს

08.04.26 11:34
თბილისში კაცი დაჭრეს

თბილისში კაცი დაჭრეს - შსს-ს ინფორმაციით,  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში,  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, უცხო ქვეყნის მოქალაქეს 1997 წელს დაბადებული ი.მ.-ს და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ნ.ა. დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს,  რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.