დუშეთში კაცი დაჭრეს

08.04.26 12:04
დუშეთში კაცი დაჭრეს

დუშეთში კაცი დაჭრეს - 40 წლის მამაკაცს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 2000 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  ცივი იარაღის გამოყენებით, მრავლობითი დაზიანება მიაყენა - 1985 წელს დაბადებულ მ.ქ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

დაჭრილი მამაკაცი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.გ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.